loader

გადახდილი სახურავები და დატბორილი ქუჩები - რა შედეგი დატოვა ძლიერმა სტიქიამ რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადახდილი სახურავები და დატბორილი ქუჩები - რა შედეგი დატოვა ძლიერმა სტიქიამ რუსთავში

ძლიერმა წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა - დატბორა ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები. მოსახლეობას წვიმის წყალი სახურავიდანაც ჩაუვიდა და სახლები დაეტბორა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე ხეები მოგლიჯა. მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო სამსახურები, საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს ნიაღვარმიმღები ჭების გაწმენდა და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა.

რუსთავის ვიცე-მერის, ნოდარ შეროზიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ გარკვეულ უბნებში ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა შექმნა. მე-11 მიკრორაიონში ქარმა ხე მოგლიჯა. ავარიულად გაითიშა ენერგომომარაგებაც. ადგილზე რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები და "ენერგოპრო ჯორჯიის" წარმომადგენლები იმყოფებიან. ქალაქის უდიდეს ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერი წვიმა და ქარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჭარბი ნალექის გამო სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ქალაქის გარკვეული უბნები - მესხიშვილი, ლეონიძე, თოდრია, მეგობრობის გამზირი, ბალანჩივაძე, მე-12 მიკრორაიონი, ასევე, შიდა ეზოები და უბნები, ჭყონდიდელის დასახლება დაიტბორა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი