loader

მთაწმინდის ტერიტორიაზე, კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, საცობია შექმნილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთაწმინდის ტერიტორიაზე, კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, საცობია შექმნილი

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საცობია შექმნილი. ამ ეტაპზე მთაწმინდის პარკიდან სოლოლაკის მიმართულებით ავტომანქანით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მთაწმინდის პარკში „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.
მთაწმინდის პარკში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენელები და კახა კალაძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. წარდგენის ოფიციალური ცერემონია კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან სოლოლაკის მიმართულებით გზაზე საცობი შეიქმნა. საცობში იმყოფებიან, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ.

ნიკა საჯაია