loader

ვიდეოფაქტი: თბილისის მიკროავტობუსებში, დაპირების მიუხედავად, კონდიციონერი მაინც არ ჩართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: თბილისის მიკროავტობუსებში, დაპირების მიუხედავად, კონდიციონერი მაინც არ ჩართეს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ელი ივლისიდან მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრა და ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე - 2 200 340.

მიუხედავად ამისა, დღეს მიკროავტობუსების უმრავლესობას კონდიციონერი ჩართული არ ჰქონდა. კადრები, რომლებიც #17 მიკროავტობუსშია გადაღებული, ერთ-ერთმა მგზავრმა მოგვ აწოდა. როგორც კადრში ჩანს, გაუსაძლისი სიცხით თავად მძღოლებიც წუხდებიან, მაგრამ რატომღაც კონდიციონერს მაინც არ რთავენ. თვითმხილველების გადმოცემით, იგივე სურათია დედაქალაქში მოძრავ სხვა სამარშრუტო მიკროავტობუსებშიც.