loader

3 დღეა დაკარგულია 19 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მემგზავრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 დღეა დაკარგულია 19 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მემგზავრებოდა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნთეში მემგზავრებოდა, 3 დღეა დაკარგულია. აღნიშნული ინფორმაცია ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

"დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, 3 დღეა დაკარგულია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. გივი მჭედლიშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, საბერძნეთში, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა", - ნათქვამია ათენის ქართველ მიგრანტთა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თხოვნით მიმართავს თესალონიკსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულებს, დახმარება გაუწიონ ოჯახს, რათა დროულად იქნას მოძიებული გაუჩინარებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარება.

ასევე იხილეთ:

"თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო" - რას ჰყვება თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკარგული ქართველი ბიჭის დედა