loader

5 მამაკაცის ცემაში ბრალდებული თეა სირაძე, რომელსაც 28 წელი ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა შეიწყალა - რას ჰყვებოდა ის მომხდარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 მამაკაცის ცემაში ბრალდებული თეა სირაძე, რომელსაც 28 წელი ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა შეიწყალა - რას ჰყვებოდა ის მომხდარზე

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა.

”პალიტრავიდეოს” ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.

37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა, იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2015 წელს თეა სირაძე ”ეკა ხოფერიას შოუს” სტუმრობდა, სადაც მან ინციდენტის დეტალები გაიხსენა.