loader

ტრამპი-პუტინის შეხვედრის ანალიზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპი-პუტინის შეხვედრის ანალიზი

ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ანალიტიკოსები აფასებენ. კენანის ინსტიტუტის დირექტროის, მეთიუ როჟანსკის თქმით შეხვედრა პუტინის „დიდი პოლიტიკური გამარჯვებით“ დასრულდა, თუმცა გარკვეულწილად ორივე ლიდერი მოგებული დარჩა. პუტინის გამარჯვება კი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი აქამდე რუსეთის იზოლირებას ცდილობდა, მაგრამ როგორც დიდი ოცეულის სამიტზე გამოჩნდა, რუსეთი არც ისე იზოლირებულია როგორც ეს ჩანდა. მისივე განცხადებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან როგორც წესი მსგავს სამიტებზე პირისპირ შეხვედრები ამდენი ხანი არ გრძელდება და ოთახს გარეთ კიდევ ბევრი პოლიტიკური ლიდერია. როჟანსკის ცნობით შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მხარეები ამ საკითხზე ამჯერად პირისპირ შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციას უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა, ვიდრე ეს აქამდე იყო.