loader

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ოთო აბესაძეს, ქრთამის აღებისთვის დაპატიმრებულ მერიის თანამშრომელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ოთო აბესაძეს, ქრთამის აღებისთვის დაპატიმრებულ მერიის თანამშრომელს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

როგორც Palitravideo.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.