loader

ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - უახლესი ინფორმაცია თურქეთიდან, სადაც ქართული საბავშვო ანსამბლის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - უახლესი ინფორმაცია თურქეთიდან, სადაც ქართული საბავშვო ანსამბლის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ "ლამპრების" წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.

"არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. ჩვენი სხვა თანამშრომლები გაყოფილები არიან და საბოლოო მონახაზი, ალბათ, ცოტა ხანში გვექნება", - განაცხადა ბერიაშვილმა.

ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ასევე იხილეთ:

"ჯერ ჩემი შვილი იჯდა ფანჯარასთან, გადმოვსვი და მე დავჯექი... სამწუხაროდ, ფეხი დავკარგე" - რას ჰყვება ავარიაზე დედა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

როგორ იხსენებენ თურქეთში მომხდარ საზარელი ავარიის დეტალებს დაშავებულები