loader

ქუთაისში სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა

ქუთაისში, მიქელაძე მეველეს ქუჩაზე სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მძღოლმა, როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღაზიას შეეჯახა. მაღაზიასთან გოგო იდგა და ის დაშავდა. სასწრაფოთი გადაიყვანეს და არ ვიცი როგორ არის", - აცხადებს თვითმხილველი.

არსებული იფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.