loader

რა ხდებოდა წუხელ ვარდების მოედანზე - ხმაურიანი დაკავების დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა წუხელ ვარდების მოედანზე - ხმაურიანი დაკავების დეტალები

ელბაქიძეზე, ბარ "კანუდოსის" მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ, ღამით მოქალაქე გიორგი გიორგიძე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
დაკავებულის ახლობლები კანონდარღვევაზე მიუთითებენ. თვითმხილველის თქმით, დაკავების მომენტში გიორგი გიორგიძე მოპედით გადაადგილდებოდა. ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, რომელთაც ნახევარ საათში პოლიციის ფორმები ჩაიცვეს და ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკის შედეგად გიორგიძეს თეთრი ფერის ფხვნილი ამოუღეს, რომელზეც დაკავებული აცხადებს, რომ ეს დამამშვიდებელი წამალი „ქსანაქსია“. ადგილზე იმყოფებოდა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელი ადვოკატი გიორგი მახარაშვილი.

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე