loader

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სოლარიუმთან დაკავშირებით აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სოლარიუმთან დაკავშირებით აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ტეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ ”ინტერპრესნიუსს” სოლარიუმის მოხმარებისას არსებული რისკები განუმარტა.

მისი თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ტეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.