loader

წელიწადში რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "თბილისის მიკროავტობუსი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წელიწადში რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "თბილისის მიკროავტობუსი"

დედაქალაქში გადაადგილების სამი ძირითადი საშუალებაა - მეტრო, ავტობუსი და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. მათგან, სარგებლობის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი წილი მეტროს უკავია და ყოველწლიურად 105 მლნ ადამიანი გადაჰყავს. წლის განმავლობაში 160 მლნ მგზავრი გადაჰყავს ავტობუსებს, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტი ყვითელი მიკროავტობუსები აღმოჩნდა. სამარშრუტო ტაქსებით ყოველწლიურად 220 მლნ ადამიანი გადაადგილდება.
ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "თბილისის მიკროავტობუსს" დაახლოებით, 176 მლნ ლარი აქვს შემოსავალი. სხვა ხარჯებთან ერთად, ამას გამოაკლდება ტექნიკური ხარჯები, მძღოლების ანაზღაურება და თბილისის ბიუჯეტში შესატანი ოფიციალური მოსაკრებელი. კომპანიიდან ყოველთვიურად თბილისის ბიუჯეტში 30 000 ლარი, წელიწადში კი 360 000 ლარი შედის.

ავტორი: ნარიტა ჩხეიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი