loader

"ჩემმა სიძემ დაუფიქრებლად გაწირა თავი" - კადრები, თუ როგორ გადაარჩინა ქართველმა ემიგრანტმა 2 ამერიკელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემმა სიძემ დაუფიქრებლად გაწირა თავი" - კადრები, თუ როგორ გადაარჩინა ქართველმა ემიგრანტმა 2 ამერიკელი

ქართველი ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მისი ახალგაზრდა ნათესავის სამაგალითო საქციელის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად მიხეილი, აშშ-ში გმირული საქციელი ჩაიდინა და სიკვდილს გადაარჩინა ორი უცხო ადამიანი:"საზარელი საგზაო შემთხვევა, რომელიც დღეს ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა... ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ...
ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები. მან მართლაც შეძლო და ამერიკის ორი მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა.
სამწუხაროდ, მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო, ის ცოცხლად დაიწვა... მიხეილ შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!" - წერს მაია ბაჩანაშვილი.ქართველი ემიგრანტი შემთხვევის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე მოხდა. სატვირთოს მსუბუქი ავტომანქანა უკნიდან შეასკდა. სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა და ავარიის თვითმხილველებმა ცეცხლმაქრებით მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა და ორი ადამიანის გადარჩენა.