რა იციან მეზობლებმა ისლანდიაში, ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ბიჭზე და როგორ ახასიათებენ მას
12:51 / 22-07-2017
ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკა ბეგაძის მეგობრებიც არიან ჩართული. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, ნიკა ბეგაძე მეორე წელია, რაც ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ის ქალაქ რუსთავიდანაა.