loader

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს - უცნობია, სად იმყოფება ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს - უცნობია, სად იმყოფება ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, - „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა „რადიკალური პარტიიდან“ იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა.

„მე მიდასტურებენ, რომ ქართველ იანუკოვიჩს მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც იქნა დაიწყო თავისი შეცდომების აღიარება. მან არაკანონიერად მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავის შეცდომებს ასწორებს“, - დაწერა იგორ მოსიიჩუკმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, პოროშენკოს პრესმდივნების ტელეფონებზე არავინ პასუხობს, ხოლო სააკაშვილის გარემოცვაში აღნიშნეს, რომ ამგვარ ინფორმაციას არ ფლობენ.