loader

რას აპირებს სააკაშვილი, რომელიც არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის - ექსპრეზიდენტის საგანგებო განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აპირებს სააკაშვილი, რომელიც არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის - ექსპრეზიდენტის საგანგებო განცხადება

მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის საზოგადოებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ აღარ გაგრძელდება თამაში, სახელად დემოკრატია. "პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის - შეთანხმებისთვის უკრაინელ პოროშენკოს და "გაზპრომის” უმსხვილეს კერძო აქციონერს, რუსული პროექტის ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს შორის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. სააკაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ პოროშენკომ შეცვალა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმია და მისი მორჩილი კომისია დანიშნა.

"პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ განკარგულებით თქვენ და თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწერეთ გარდაუვალ მარცხს. დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი, თქვენ, როგორც თქვენი წინამორბედი, ცდუნდით, დააკმაყოფილოთ სურვილი ნებისმიერ ფასად. მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია, ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტით ვიყავი, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო! მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი უკრაინისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს და იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად. „ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის, თქვენი ხელმოწერის მიუხედავად“,- მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.