X
"მე უკრაინის პატრიოტი ვარ ... არავის დახმარებას არ ვეძებ" - მიხეილ სააკაშვილი
22:27 / 27-07-2017
მე არავის დახმარებას არ ვეძებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან ასე უპასუხა წამყვანის კითხვას, ეძებს თუ არა ის დახმარებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან.
„მე აქ ჩემს ოჯახთან ჩამოვედი. ისინი აქ ცხოვრობენ, აშშ-ს მოქალაქეები არიან. ეს ბიძაჩემის ოჯახია. უკრაინის მოქალაქეობა მე იმიტომ ჩამომართვეს, რომ კორუმპირებულ ოლიგარქებს აღვუდექი. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მოქალაქეობა მომანიჭა და მე ამას დავეთანხმე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მას სურდა რეფორმების ჩატარება. რეფორმები საჭირო იყო, რათა უკრაინა უფრო მდგრადი გამხდარიყო რუსეთის წნეხის წინაშე. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია: ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის გათელვა. აქედან გამომდინარე, მე ოპონენტი გავხდი. ჩემთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად უკანონოდ ჩამორთმევით, პოროშენკომ თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მოიშორა. უკრაინელი ხალხი მოიგებს ამ ომს. ისინი შეაკავებენ რუსეთს, ისინი აიღებენ დასავლურ კურსს, მაგრამ საამისოდ მათ უნდა ჩამოიშორონ საბჭოთა სტილის ოლიგარქები“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს