loader

თბილისში შესაძლოა, ტრანსპორტირების ახალი საშუალება, "S-Bahn" გამოჩნდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში შესაძლოა, ტრანსპორტირების ახალი საშუალება, "S-Bahn" გამოჩნდეს

თბილისში შესაძლოა, "S-Bahn" გამოჩნდეს. "S-Bahn" - ეს არის შიდა, მსუბუქი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც ევროპაში შიდა ტრანსპორტირების ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებად მიიჩნევა. თბილისში "S-Bahn"-ის შესაძლო განთავსებაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "საქმის კურსთან" ისაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც 2013 წელს დაკონსერვდა, სავარაუდოდ სატრანსპორტო ფუნქციით დაიტვირთება.

"ცენტრალური მაგისტრალის რკინიგზით დაკავებულ ნაწილთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ველოდებით, რომელიც მიმდინარეობს ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მანამდე ეს ნაწილი განვითარდება როგორც სატრანსპორტო ნაწილი.

შესაძლოა ეს იყოს სამანქანო გზა ან შეიძლება იყოს შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ,, S-Bahn’’ -ის ტიპის მსუბუქი რკინიგზა", - განუცხადა დავით ნარმანიამ "საქმის კურსს".