loader

დედის მკვლელობისთვის ბრალდებული ბალერინას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა - სად იმყოფება ამ დროისთვის ანი მურადელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედის მკვლელობისთვის ბრალდებული ბალერინას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა - სად იმყოფება ამ დროისთვის ანი მურადელი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანი მურადელის ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ადვოკატის განცხადებით, ანი მურადელი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის შედეგებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.
ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.