loader

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა და ნაგავსაყრელზე გადააგდო - თვითმხილველი კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა და ნაგავსაყრელზე გადააგდო - თვითმხილველი კადრებს ავრცელებს

რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა წუხელ, გვიან ღამით, ძაღლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.
ფაქტის თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა წუხელვე გამოჰკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.