loader

პირდაპირი ჩართვა წერეთლის გამზირიდან, სადაც ეკლესიის ეზოში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ჩართვა წერეთლის გამზირიდან, სადაც ეკლესიის ეზოში ხანძარი გაჩნდა

წერეთლის გამზირზე, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე ქოხი დაიწვა. იქ 67 წლის თენგო ჩერტკოევი, მეუღლესთან ერთად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. თენგო ჩერტკოევი ეკლესიის დარაჯია. მისი თქმით, ის რამდენიმე წუთით გავიდა სახლიდან, დაბრუნებულს კი ქოხი აალებული დახვდა. ხანძრის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა არც მისი მეუღლე. მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა.

ადგილზე Palitravideo.ge-ს რეპორტიორი მარიამო ლორთქიფანიძე იმყოფება. ის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.