loader

რა მოჰყვა რუსთავში ძაღლის ცემას, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოჰყვა რუსთავში ძაღლის ცემას, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა

ცხოველთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობით რუსთავში, პოლიციის შენობასთან, მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით - ”არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი!" გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ”ცხოველთა მეგობრებია". აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 31 ივლისს, მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის მიერ ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტს აპროტესტებენ და სამართალდამცველებისგან დანაშაულში ეჭვმიტანილის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას და მისთვის  თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.

31 ივლისს 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლს სასტიკად სცემა, რის შედეგად ცხოველი გარდაიცვალა. ფაქტის თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია, ის სამართალდამცველებმა იმავე ღამეს გამოკითხეს.

ავტორი: მარი ვარდოშვილი