loader

ძლიერი ავარია დიღმის ტრასაზე - შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ავარია დიღმის ტრასაზე - შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დიღმის ტრასაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.