loader

კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს აშენება იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს აშენება იგეგმება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
კურორტ "გოდერძიზე" საძირკველი ჩაეყარა შემდეგ ობიექტებს: 1. სასტუმრო "GOLDMINE", რომლისთვისაც 10 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. 2. GSP GROUP - 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები. 3. 45-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი "MOUNTAIN SKY"-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნესცენტრი. 4. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექს "ირეპალასის" მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნესცენტრი.
საერთო ჯამში, კურორტ "გოდერძიზე" 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად, შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ "გოდერძიზე" ასევე დაათვალიერა სასტუმროების - "მეტრო ატლას ჯორჯიასა" და "ალიანსი რიზორტის" სამშენებლო სამუშაოები.