loader

სასტიკი მკვლელობა ბათუმში: თბილისიდან ჩასული 2 ახალგაზრდის ცხედარი მშობლებმა იპოვეს, მათ წამების კვალი აღენიშნებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკი მკვლელობა ბათუმში: თბილისიდან ჩასული 2 ახალგაზრდის ცხედარი მშობლებმა იპოვეს, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.

მისივე ცნობით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.