loader

პირდაპირი კადრები ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარია

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ამ დრომდე სამაშველო სამსახურს სამაშველო ოპერაცია არ დაუწყია. ხანძრის შესახებ პირველადი ინფორმაცია რამდნეიმე წუთის წინ გავრცელდა.

ავტორი: ნიკა საჯაია