loader

სამეგრელოში ღვთისმშობლის წმინდა კვართის თბილისში გადაბრძანებას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამეგრელოში ღვთისმშობლის წმინდა კვართის თბილისში გადაბრძანებას აპროტესტებენ

მოსახლეობის პროტესტი სამეგრელოში - ღვთისმშობლის წმინდა კვართი ზუგდიდიდან, შესაძლოა, ჯერ ხობის მონასტერში, შემდეგ კი თბილისში გადააბრძანონ. ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს რეზიდენციასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრებნენ. ისინი საპატრიარქოს სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს ელოდებიან. შეხვედრაზე ღვთისმშობლის წმინდა კვართის ზუგდიდიდან გადაბრძანების საკითხზე იმსჯელებენ. შეკრებილები არ აკონკრეტებენ, თუ ვისი მხრიდან წამოიწია ეს საკითხი ან კვართის სად გადაბრძანებაზეა საუბარი, თუმცა, მრევლის ინფორმაციით, კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, კვართის ჯერ ხობის მონასტერში, შემდეგ კი თბილისში გადაბრძანების თაობაზე.ამჟამად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლის საცავშია დასვენებული.