loader

შსს აქვეყნებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც, უწყების მტკიცებით, ჩანს, როგორ ყიდდნენ ბრალდებულები ნარკოტიკებს ფონიჭალაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს აქვეყნებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც, უწყების მტკიცებით, ჩანს, როგორ ყიდდნენ ბრალდებულები ნარკოტიკებს ფონიჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების დააკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)“,- აღნიშნულია განცხადებაში.