X
რას პასუხობს შსს სკანდალურ ჩანაწერზე, რომელშიც რუსი პრანკერები თითქოსდა, მღებრიშვილს სააკაშვილის გადმოცემაზე ესაუბრებიან
12:04 / 13-08-2017
მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება. პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.

ასევე იხილეთ: რუსი პრანკერების სკანდალური ჩანაწერი, სადაც ისინი თითქოსდა, საქართველოს შს მინისტრს სააკაშვილზე ესაუბრებიან

სააკაშვილმა რუს პრანკერებს თავად დაურეკა - რით დაემუქრა ის უკრაინის ხელისუფლებას?
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მოულოდნელად მტკვარი ადიდდა და მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა - პირველი ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან
"ეთერში ვიჯექი, როცა დამირეკეს ვეღარ მოუსწრებო" - ზალიკო უდუმაშვილი ყველაზე მძიმე წუთების გახსენებისას ატირდა
ბავშვებთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური კითხვები - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
რუსეთში მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჯერ ოჯახის წევრები გადმოყარა და შემდეგ თვითონ გადმოხტა
ქართველ კონკურსანტს გერმანულ "ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი რამდენიმე წამში შემოუბრუნდა - დარბაზი შოკშია
"ჩემო გია, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ ვერასდროს გაგწირავ" - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ ქმარს მიმართავს 
შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრების წესები შესაძლოა გამკაცრდეს
"შეიძლება პრეზენტაციის შემდეგ გთხოვო სექსი" - "ქართველი მერლინ მონრო" სტუმრად გია ჯაჯანიძესთან