loader

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი გარესამყაროს მოწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი, მთის მასივის ჩამოწოლის შედეგად, გარესამყაროს მოწყდა. მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლები: ლიხეთი, აბარი და ურავის დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

სოფლებში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ჩამოსული კლდოვანი მასის წმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.