loader

ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება - გიორგი მარგველაშვილი

ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რითაც ვცხოვრობთ დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უფროსკლასელებსა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საუბრის ძირითადი თემა კონსტიტუციის მნიშვნელობას და მის შექმნაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ეხებოდა.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა არ იყო და რომ ჩაკეტილ კარს მიღმა უსწრაფესად მოხდა მთავარი დოკუმენტის მიღება ისე, რომ არ მოხდა საზოგადოების ფართო მასების აზრის გათვალისწინება. მარგველაშვილი ასეთ რამეს დაუშვებლად მიიჩნევს, რადგან "კონსტიტუცია ეხება თითოეულ მოქალაქეს".

ასევე იხილეთ:

პრეზიდენტის პირველი კომენტარი რუსი პრანკერების ფარულ ჩანაწერზე