loader

ეს ხდება ბათუმში, ძლიერი აფეთქების შემდეგ (ვიდეო+ფოტო) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ხდება ბათუმში, ძლიერი აფეთქების შემდეგ (ვიდეო+ფოტო)

განახლება: ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულებს სხეულის 90 %-ის დამწვრობა აღენიშნებათ

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.

რაც შეეხება მესამე პირს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.
როგორც Palitravideo.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხობს ელექტრო ან თბოლენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან