loader

"სასწრაფო რომ მოვიდა, ცოცხალი იყო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასწრაფო რომ მოვიდა, ცოცხალი იყო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მათი თქმით, გარდაცვლილია მთაწმინდაზე, ნიაღვრის ქუჩის მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

მკვლელობა მოხდა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებენ როგორც ჭონქაძის ქუჩაზე, ასევე მის პარალელურ ქუჩებზე.

არსებული ინფორმაციით, მოხდა სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღება და მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვის პროცედურა. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: პირდაპირი ეთერი მთაწმინდიდან, სადაც მოტოციკლისტმა ქვეითად მოსიარულეს ესროლა და მოკლა