loader

"თქვენი გასუქებული ჯიბეებიდან რო საზღვრავთ" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სემეკის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი გასუქებული ჯიბეებიდან რო საზღვრავთ" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სემეკის სხდომაზე

სემეკის სხდომაზე, სადაც კომპანია „თელასის" სატარიფო განაცხადის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მსჯელობენ, ხმაურია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომას „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რომ „სემეკის წევრები - მაღალანაზღაურებადი თოჯინები არიან და ისინი ასრულებენ კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას".

მისივე ვარაუდით, სემეკი ოქტომბრის შემდეგ, არჩევნების დასრულების მერე მიიღებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას. როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, პირადად ის ამას არ დაუშვებს.



ავტორი: ნათია რუხაძე