loader

წუხანდელი ხანძარი ფოტორეპორტაჟში: რა ხდებოდა გვიან ღამით ისნის ბაზრობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წუხანდელი ხანძარი ფოტორეპორტაჟში: რა ხდებოდა გვიან ღამით ისნის ბაზრობაზე


ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი ფილიალის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.




ფოტოები: ირაკლი გედენიძე