loader

წაღვერის ტყე იწვის - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წაღვერის ტყე იწვის - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

წაღვერში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ხანძარი სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფინამა განუცხადა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია ასევე პოლიცია. მისივე თქმით, მეხანძრეებს ცეცხლის ლიკვიდაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

რაც შეეხება სახანძრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას, დიმიტრი ყიფიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, შესაძლოა სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს, თუმცა, ამას თავად მეხანძრე-მაშველები საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ.

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ხანძარია