loader

ბორჯომის რაიონში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომის რაიონში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამსაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლები, სულ 100-კაციანი ჯგუფი ცდილობს. ისინი ხანძრის ირგვლივ თხრილებს აკეთებენ, რათა ცეცხლის გავრცელება შეაჩერონ. რთული რელიეფიდან გამომდინარე, სახანძრო მანქანები ადგილზე ვერ მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ერთადერთი ვერტმფრენი ცდილობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამეშაოებს ძლიერი ქარიც ართულებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკვე 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული.

ცეცხლი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს უკიდია და ახალი ნარგავებზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.