loader

სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა - უახლესი პირდაპირი კადრები ბორჯომის ხეობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა - უახლესი პირდაპირი კადრები ბორჯომის ხეობიდან

სოფელ დაბას მიმდებარედ, მთის ქედზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო. ცეცხლს ძლიერი დაკვამლიანება ახლავს თან.
ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს.
სავარაუდოდ, სწორედ ძლიერი ქარი გახდა ცეცხლის გავრცელების მიზეზი.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი უკვე ჩაერთო. აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად მონაწილეობას იღებს ხანძრის ქრობის პროცესში.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი