loader

რას ჰყვებიან ახლობლები გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან ახლობლები გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების დეტალებზე

სოფელ გაჩიანის მოსახლეობა 42 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯგუფურად სასტიკად ცემასა და სექსუალურ  ძალადობაში მონაწილე პირების დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მეზობელ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანამზრახველებთან ერთად, 42 წლის მამაკაცი რუსთავიდან წამოიყვანა და ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად გაუსწორდა. მათ ჯგუფური ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. როგორც ვიდოებშიც ჩანს, ჯგუფურ ძალადობაში 15-ზე მეტი ახალგაზდა იღებს მონაწილეობას.

როგორც ძალადობის მსხვერპლის ოჯახის წევრებმა "პალიტრავიდეოსთან" საუბარში განაცხადეს, პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა 10-ზე მეტი პირი ჯერ არ დაუკავებიათ. ისინი დამნაშავეების დროულად მოძებნასა და დასჯას ითხოვენ: "მასზე ძალადობდნენ: მოტეხეს კისერი, ხელი, ფეხი, ნეკნები. ახლა ის საავადმყოფოშია უგონოდ, ამბობენ, რომ კომაშია. ჩვენ ველით, რას მოიმოქმედებს სახელწიფო. თუ სახელმწიფო არაფერს მოიმოქმედებს, აქ ომი დაიწყება. ჩვენ დაგვირეკეს, რომ კლავდნენ და გავიქეცით. მისმა ძმამ ამოიცნო ის ხალხი, ვინც მას სცემდა. მასზე 25-28 ადამიანი ძალადობდა.

როგორც ამბობენ, გათხოვილ ქალთან კონტაქტი ჰქონდა. როცა ქმარმა გაიგო, ქალი მასთან გამოიქცა. მერე პოლიცია გამოიძახა და მამასთან წავიდა. თვითონ დაზარალებული კი რუსთავში იპოვეს, გაიტაცეს და აწამეს", - ჰყვება ოჯახის ახლობელი.

დაზარალებულის ახლობლები ასევე ირწმუნებიან, რომ მომხდარში ბრალი 30 წლამდე ასაკის ქალს მიუძღვის, სწორედ მისმა მეუღლემ შეკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუსწორდა მეზობელ მამაკაცს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი ამ დროისათვის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაშია. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებული აქვს ხელხემალი.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

ასევე იხილეთ:

შემზარავი გაუპატიურება გაჩიანში: 20-მდე მამაკაცმა ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა (+18)