loader

ნოდარ მელაძე ავრცელებს ვიდეოჩანაწერს "იმ სააგენტოებისა და ტროლებისთვის, ვინც დილიდან ფბ-ზე ისტერიკა მოაწყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოდარ მელაძე ავრცელებს ვიდეოჩანაწერს "იმ სააგენტოებისა და ტროლებისთვის, ვინც დილიდან ფბ-ზე ისტერიკა მოაწყო"

ფრაგმენტმა 23 აგვისტოს "9-იანი კურიერიდან", რომელშიც სავარაუდოდ, წამყვანის, ნოდარ მელაძის რეპლიკა გაიპარა, ინტერნეტში ვნებათაღელვა გამოიწვია [იხილეთ ვიდეო].

დუშეთში ხანძრის შესახებ მომზადებული სიუჟეტის წარდგენის შემდეგ, იქამდე, ვიდრე კადრში "კურიერის" ჟურნალისტი გამოჩნდებოდა, ისმის ხმა: "ჩაქრა, ეს დედამოტ*ული...", რომელიც "ფეისბუქზე" აღშფოთებული ტელემაყურებლის აღქმით, ნოდარ მელაძეს ეკუთვნის.

ამის საპასუხოდ, "კურიერის" წამყვანი ვიდეოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:

"ეს იმ სააგენტოების და ტროლებისთვის, ვინც დილიდან ფბ-ზე ისტერიკა მოაწყო, რუსთავი 2-ის წამყვანებს ხანძრის ჩაქრობა არ უხარიათო. აგერ, ბატონო, კამერის ჩანაწერი და ნახეთ. თიანეთში, სადაც ტელეფონსაც კი უჭირს მიღება, პირდაპირი ჩართვა ხორციელდება მობილური ინტერნეტით, იგივე LIVE-U. რვა მიმღებიდან ნახევრის კავშირის ნათურა ინთება და ქრება, როდესაც ჩაქრა, ოპერატორმა შეიგინა. ვისაც ტელევიზიასთან ჩაუვლია, მიხვდება, რას ვწერ..."