loader

მამაკაცის ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - რატომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცის ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - რატომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას ადვოკატი?

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცის ჯგუფური წამებისა და სასტიკად ცემის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს ჩაინიშნა.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სატიკად სცემა და მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას სასტიკად გაუსწორდნენ. ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს და მობილური ტელეფონებით აფიქსირებდა. თავდაპირველად პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

ავტორი: მარი ვარდოშვილი