loader

"ჩვენი მეგობრები 2 საათზე მეტია ჰაერში არიან გამოკიდებულები" - რას ჰყვება ტურისტი ბაკურიანში გაჩერებულ საბაგიროზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი მეგობრები 2 საათზე მეტია ჰაერში არიან გამოკიდებულები" - რას ჰყვება ტურისტი ბაკურიანში გაჩერებულ საბაგიროზე

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები ჩამოყვანილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ხალხის საბაგიროებიდან ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა.
ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი, ვინც სურვილი გამოთქვა, დასახლებულ პუნქტამდე მანქანით თავად კომპანიის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს, თუმცა დამსვენებლების ნაწილი ფეხით ჩამოვიდა.

ბაკურიანში ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროები გაითიშა, რის გამოც დამსვენებლების ნაწილი გონდოლებში დარჩა და გადმოსვლას ვერ ახერხებდა.