loader

როგორ გამოიყურება კორპუსი ქავთარაძეზე აფეთქების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება კორპუსი ქავთარაძეზე აფეთქების შემდეგ

ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ასევე ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზია, ხოლო მეორე სართულზე - საცხოვრებელი ბინა.

როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ადგილზე ღია და ძლიერი ცეცხლი არ ფიქსირდება, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვითაა გამოწვეული. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც კონტაქტურია და სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფია მობილიზებული.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

ასევე იხილეთ:

რა ხდება ამ წუთებში ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ კორპუსში აფეთქება მოხდა

"ცოლ-შვილი რაიონში ჰყავს, ალბათ, ეძინა" - რას ჰყვებიან ქავთარაძეზე აფეთქების დროს დაშავებულ მამაკაცზე


პირდაპირი ეთერი ქავთარაძის ქუჩიდან, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა

რას ჰყვება მაღაზიის მეპატრონე, რომელიც აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა