loader

ინფორმაცია, რომელიც მაკა ჩიჩუას შესახებ გავრცელდა - რას ასაიდუმლოებენ პრეზიდენტი და პირველი ლედი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია, რომელიც მაკა ჩიჩუას შესახებ გავრცელდა - რას ასაიდუმლოებენ პრეზიდენტი და პირველი ლედი?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ორსულადაა. პრეზიდენტი და მაკა ჩიჩუა მეორე საერთო შვილს ელოდებიან. AMBEBI.GE ინფორმაციის გადამოწმებას თავად პირველ ლედისთან შეეცადა, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განგვიცხადა, წყვილი ორსულობის ამბავს მკაცრად ასაიდუმლოებს. პირველი ლედი დაახლოებით სამი თვის ფეხმძიმეა.

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. მათ ერთმანეთი შვილების მეშვეობით გაიცნეს. ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა მეგობრობდნენ. 2015 წელს პირველ ლედის და პრეზიდენტს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. პატარა თემო მარგველაშვილი 2015 წლის 1-ელ თებერვალს, საკეისრო კვეთით გაჩნდა და მას სახელი პრეზიდენტის მამის პატივსაცემად შეურჩიეს.