loader

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო - პირდაპირი კადრები, რა ხდება სასამართლოში, "ციანიდის საქმის" განაჩენის გამოცხადების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო - პირდაპირი კადრები, რა ხდება სასამართლოში, "ციანიდის საქმის" განაჩენის გამოცხადების შემდეგ

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა. დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

თემას Palitravideo.ge-ზე ნარიტა ჩხაიძე აშუქებს