loader

რატომ არ მითხრა მამა გიორგიმ, თუ შორენა თეთრუაშვილი ციანიდს ან გველის შხამს უკვეთავდა - მეუფე დიმიტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ მითხრა მამა გიორგიმ, თუ შორენა თეთრუაშვილი ციანიდს ან გველის შხამს უკვეთავდა - მეუფე დიმიტრი

მამა გიორგიმ ციხიდან ორი წერილი მომწერა, სადაც მწერს, რომ ვარ ადამიანობის და ღირსების ეტალონი - მე მას სასამართლოზე ვკითხე, თუ მისთვის ეტალონი ვიყავი, რატომ არ მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს ან ციანიდს უკვეთავდა, - ამის შესახებ პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მამა გიორგისგან ციხიდან მივიღე ორი წერილი. ორივე წერილში ის განიცდის ერთ გარემოებას და მწერს, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ხშირად საქმის კურსში არ გაყენებდით იმ რაღაც საკითხებში, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ მე უნდა გადამეწყვიტა, ან ვფიქრობდი, რომ ამით გაწუხებდითო და სხვა. სასამართლოზეც მითხრა, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს არ აკეთებდა.

ამ წერილში მწერს, რომ თქვენ ხართ ადამიანობისა და ღირსების ეტალონიო. მე ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეტალონებს ასე არ ექცევიან. როდესაც ის აცხადებს, რომ მას შორენა თეთრუაშვილი უკვეთავდა გველის შხამს თუ ციანიდს, და თუ ის ჩემთან ყველაფერს ათანხმებდა, რატომ არ მითხარით, რომ შორენა თეთრუაშვილი ასეთ რაღაცას უკვეთავდა?“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.