loader

”საბავშვო ბაღები ფასიანი გახდება” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”საბავშვო ბაღები ფასიანი გახდება”

საკრებულოს წევრის, "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე წლიდან საბავშვო ბაღები ფასიანი გახდება.

როგორც თინათინ ხიდაშელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მას ამის შესახებ ბავშვების მშობლებმა აცნობეს. მისი თქმით, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელობამ მშობლები ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გააფრთხილა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების დაფინანსება წელს 15 მილიონი ლარით არის შემცირებული. თინა ხიდაშელის ვარაუდით, კარგად გარემონტებულ ბაღებში გადასახადი თვეში 80 ლარი იქნება, სხვა ტიპის ბაღებში, შესაბამისად, 50 და 30 ლარი.

ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელები" საკრებულოს მომდევნო სხდომაზე საბავშვო ბაღებისთვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

საკრებულოს წევრის განცხადებას მერიიდან სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი დაწესებულებები მუშაობას 27 იანვრიდან ყოველგვარი გადასახადის გარეშე დაიწყებენ.