loader

"შორენამ საპატრიარქოში მკითხავი მიიყვანა, იქ იპოვეს, რაღაც თოჯინა ნემსებით" - სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენების ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შორენამ საპატრიარქოში მკითხავი მიიყვანა, იქ იპოვეს, რაღაც თოჯინა ნემსებით" - სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენების ჩანაწერი

"tv პირველმა" სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა.

ოთახში, რომლის გასაღებსაც შორენა თეთრუაშვილი ინახავდა, რაღაც თოჯინა ნემსებით იპოვეს, - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განაცხადა. ოხანაშვილი საქმეზე სკაიპით დაიკითხდა და მისი ჩვენების რამდენიმე ფრაგმენტი „TV პირველმა“ გაავრცელა. ოხანაშვილი გველის შხამის გარდა, საპატრიარქოში მიყვანილ მკითხავებსა და ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილ გაურკვეველ ნივთებზე საუბრობს.

რაც შეეხება გველის შხამს, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, მას სასაცილოდ არ ეყო, როცა პატრიარქის მდივან-რეფერეტმა, წამლების დასამზადებლად გველის შხამის მოძიება სთხოვა.