loader

ვიდეოში ნახავთ, როგორ მოგიწევთ გადაადგილება პეკინის ქუჩაზე 18 სექტემბრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ნახავთ, როგორ მოგიწევთ გადაადგილება პეკინის ქუჩაზე 18 სექტემბრიდან

რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 15 სექტემბრისთვის მათი სამსახური პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს სრულად დაასრულებს. შაბათ-კვირას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩის დახაზვის სამუშაოებს განახორციელებს, 18 სექტემბრისთვის კი ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება. რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, იგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება, რის შედეგადაც პეკინის ქუჩა ახალ სახეს მიიღებს.

კუბლაშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის გამო სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ.