loader

"თვითმკვლელობამდე ზარი განახორციელა" - რას ჰყვება თვითმხილველი "საქართველოს ბანკში" მომხდარი ინციდენტის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვითმკვლელობამდე ზარი განახორციელა" - რას ჰყვება თვითმხილველი "საქართველოს ბანკში" მომხდარი ინციდენტის შესახებ

პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ "თი-ბი-სი ბანკის" გაძარცვას შეეცადა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ განუცხადა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ძარცვის ფაქტის თვითმხილველი იყო.

მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით. ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-ეკრიმინალისტები მუშაობენ.